თბილისში მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა
თბილისში, შარტავას ქუჩაზე, 62-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.