ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მერძოლის, დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ტაძარში ჯარისკაცები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ,თუმცა მათ შორის არ არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს ხელსიუფლებამ სათანადო პატივიც კი არ მიაგო მებრძოლებს და ვერც კი გაათვითცნობიერეს, რას შესწირეს ამ ადამიანებმა თავი", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი.
დავით გობეჯიშვილს დღეს საღამოს, ტყიბულში გადაასვენებენ. დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.