უკრაინის გაწვეული ელჩი უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის პანაშვიდზე მივიდა

31.03.22 15:51
უკრაინის გაწვეული ელჩი უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის პანაშვიდზე მივიდა

უკრაინის გაწვეული ელჩი უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის პანაშვიდზე მივიდა. იგორ დოლგოვმა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. სამძიმარზე ასევე იმყოფებოდნენ ჯარისკაცები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, თუმცა მათ შორის არ ყოფილან საქართველსო მთავრობის წარმომადგენლები.ოკუპანტთან ბრძოლაში დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლებისგან არ მიუღია. 

დავით გობეჯიშვილს დღეს საღამოს, ტყიბულში გადაასვენებენ. დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა.