საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა იწყება

02.03.21 12:14
საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა იწყება

კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა იწყება.

სხდომათა დარბზაში დღეს მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.ამის შემდეგ კი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებული კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურა წარდგენილი ბრალის დამტკიცებას ვერ შეძლებს.

"ყველაფერში მართლები ვართ მეც და ნატალიაც, არავითარი ბრალი არ არის, წესით უნდა გავმართლდეთ",-ამბობს ივერი მელაშვილი.

საქმეს მოსამართლე დალი მეტრეველი განიხილავს.პროცესს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავებული კარტოგრაფებიც დაესწრებიან.

ცნობისთვის,ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს  დააკავეს. გამოძიება მათ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას“ ედავება. კარტოგრაფები ბრალს არ აღიარებენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.