პოლიცია ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის 3 პირს ეძებს

01.04.22 20:11
პოლიცია ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის 3 პირს ეძებს

პოლიცია ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის 3 პირს ეძებს.

2 საათის წინ 2 პირი ,,საქართველოს ბანკში" შევიდა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა, ერთი თანამზრახველი კი გარეთ მათ ,,სუბარუს" მარკის ავტომობილით ელოდებოდა. 

ამ ეტაპზე უცნობია, თავდამსხმელებმა რა რაოდენობის თანხა მოითხოვეს და წაიღეს.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ბანკში მყოფმა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მოახერხა და ერთ-ერთი დამნაშავე ფეხის არეში დაჭრა. დამნაშავეებმა დაცვას იარაღი წაართვეს და იქაურობას გაეცალნენ. 

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს.

ამ დროისთვის მოლარე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, დაკითხვაზეა გადაყვანილი.