შარტავას ქუჩაზე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ბავშვის გადასარჩენად იბრძვიან
თბილისში ავარის დროს დაშავებულ 8 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ამ წუთებშიც მის გადასარჩენად იბრძვიან.
შარტავას ქუჩიდან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ბავშვი მძღოლის დაუდევრობის მსხვერპლი გახდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ,,ბმვ"-ს მარკის ავტომობილმა ჯერ ორი სატვირთოსთვის სცადა გვერდის ავლა, შემდეგ კი ტროტუარზე შევარდა და მცირეწლოვანს დაეჯახა.
დაკავებული მძღოლი ამ წუთებში სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.
შარტავას ქუჩა კი პროტესის ეპიცენტრად იქცა, ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი თბილისის მერიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლას და შარტავას ქუჩაზე საცნობი ნიშნის, ან ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟებას ითხოვენ.