საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია შეჩერდა - მოქალაქეებს მხოლოდ ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია

02.04.22 10:21
საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია შეჩერდა - მოქალაქეებს მხოლოდ ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეჩერებულია. ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge მოქალაქეებს ამ დროისთვის მხოლოდ სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია.

 როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. 

 უცნობია,  როდის მოხდება Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზების შემოტანა ქვეყანაში.