მკვლელობა ქუთაისში - დაკავებულია მოკლულის მეგობარი ქალი

02.04.22 10:30
მკვლელობა ქუთაისში - დაკავებულია მოკლულის მეგობარი ქალი

ქუთაისში 25 წლის კაცი მეგობარმა ქალმა ცივი იარაღით მოკლა. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ქალი. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს - 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.