352 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით.