კისერზე ჰქონდა ჭრილობა, სისხლისგან დაიცალა - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ქუთაისში მომხდარი მკვლელობის შესახებ "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია. თვითმხილველების თქმით, 27 წლის ქალმა 25 წლის მეგობარს ჭრილობები კისრის არეში დანით მიაყენა. მამაკაცს არტერია დაუზიანდა, რის გამოც სისხლისგან დაიცალა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში თვითმხილველების თვალწინ, გუშინ ღამე მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ქალი თერჯოლაში დააკავეს.
წამოვიდა დაჭრილი კისერზე და ტუალეტთან გაჩერებულა ახლოს და გადასულა მანქანასთან და წაქცეულა, სისხლისგან დაიცალა, არტერია ჰქონდა გაჭრილი", - ამბობს თვითმხილველი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.