ახალი ნაპრალები ვაშლიჯვარში - მოსახლეობა ისევ საფრთხეშია
ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, ისევ ახალი ნაპრალები გაჩნდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად ისევ არ შეწყვეტილა სამუშაოები გზაზე, რომელიც ნაპრალების გაჩენას ხელს უწყობს. კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები თავიდანვე ფერდობის შესწავლის გარეშე დაიწყეს.
გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები უკვე შესამჩნევია, ხოლო დინამიკაში ნახევარი მილიონი კუბი მიწაა მოსული.
ნაპრალების მატებაც არის, არის დინამიკაში მოსული პროცესი, რომლიც მონიტორინგიც უნდა მიმდინარეობდეს. რასაც ვაკვირდებით არ არის სწორი მობიტორინგი.შედეგები უნდა ვიცოდეთ", - ამბობს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე.