ტყიბულში დავით გობეჯიშვილს ემშვიდობებიან - ადგილზე ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა

03.04.22 13:45
ტყიბულში დავით გობეჯიშვილს ემშვიდობებიან - ადგილზე ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა

ტყიბულში უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს ემშვიდობებიან.  წმინდა გიორგის ეკლესიასთან ხალხის ნაკადი არ წყდება. რიგითი მოქალაქეები დაღუპულის ოჯახის წევრებს სამძმარს უცხადებენ. ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოჩენილან.

47 წლის დავით გობეჯიშვილი უკრაინაში ბრძოლის დროს, ირპენთან დაიღუპა. ის ბომბების ქვეშ მოჰყვა.

ქართველ ჯარისკაცს დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

 

მსგავსი სიახლეები