"გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ" - პრემიერი ისევ თავდასხმის რეჟიმშია

03.04.22 16:14
"გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ" - პრემიერი ისევ თავდასხმის რეჟიმშია

გარდაცვლილი ადამიანებით სპკულირებას თავი დაანებეთ, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტის შეკითხვას თუ რატომ არ გამოუცხადა ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლები და ასევე ოპონენტები დივიდენდების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა და ამორალური და უზნეო ქმედებაში დასდო ბრალი. 

გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ. მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ოჯახის წევრებს. მინდა ჩვემი გულის ტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ღირსეულად მათი ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა. ისე, როგორც შეეფერებოდა სამხედრო ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, გარდაცვლილი სამხედროებით, მათი სიკვდილით, ამ უბედურებით და ტრაგედიით, ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას. ეს არის უზნეობა, ამორალობა, - თქვა ღარიბაშვილმა.