სენაკში კაცის ცხედარი იპოვეს

04.04.22 10:59
სენაკში კაცის ცხედარი იპოვეს

პოლიცია იყო მობილიზებული სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში - სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. ირკვევა, რომ გარდაცვლილი უკრაინელია და მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

კაცი წლების განმავლობაში სენაკში  მარტო ცხოვრობდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გომელაურის უწყებამ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები