ვინ დაუკვეთა ქურდული გარჩევა თბილისში - "პირველბმა" ახალი დეტალები გაარკვია
ვინ დაუკვეთა ქურდული გარჩევა თბილისში - "პირველებისთვის" ექსკლუზიური დეტალები ხდება ცნობილი. დგინდება, რომ ქურდული გარჩევის მონაწილეები ქოლ-ცენტრების მფლობელის წარმომადგენლები იყვნენ. საუბარია იმ ქოლ-ცენტ-რებზე, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებს თაღლითური გზით საქართველოდან ძარცვავდა. სავარაუდოა, რომ კრიმინალური გარჩევაც სწორედ ამ შავი ბიზნესის წილების განაწილებას ეხებოდა.
ვერაზე განქსტერულად ჩაცხრილული ორი ადამიანის და ხუთი დაჭრილის საქმეზე დღეს დაკავებულთა წრე გაიზრდება. "პირველების" ინფორმაციით, 5 დაკავებულიდან ერთ-ერთი გიორგი ქველიაშვილია. ქველიაშილს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე კომერციული ფართი ჰქონდა ნაქირავები. სწორედ ამ ფართში დაიწყო ქურდული გარჩევა, რომელიც შემდეგ სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა.
ქველიაშვილს ახლა გამოძიება სხეულის განზრა მძიმე დაზიანებას ედავება. ის წინასწარი დაკავების იზოლატროშია მოთავსებული. იქვეა მოთავსებული კიდე ერთ დაკავებული გიორგი გელოვანი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დაკავებული 5 პირის გარდა, პოლიციამ კიდევ ერთი, მე-6 პირი, შამილი გუჯეჯიანიც დააკავა. გუჯეჯიანი ე.წ. სვანური კლანის წარმომადგენელია, თუმცა გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ის მტკიცებულებების არ არსებობის გამო მალევე გაათავისუფლეს.
რა გახდა სისხლიანის გარჩევის მოტივი ძალოვანი უწყება არ საუბრობს. საუბრისგან თავს იკავებენ ადვოკატებიც.
სისხლიანი დაპირისპირება ლაგუნა ვერეს ტრიტორიაზე 2 აპრილს მოხდა. მოკლულია 2 და დაჭრილია 5 ადამიანი.