"ერთად დავანთოთ სანთლები" - პარლამენტთან აქცია გაიმართება

04.04.22 12:16
"ერთად დავანთოთ სანთლები" - პარლამენტთან აქცია გაიმართება

უკრაინაში დაღუპულთა პატივის მისაგებად დღეს, 20:00 საათზე მოქალაქეებმა პარლამენტის წინ აქცია დააანონსეს. 

პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან შევიკრიბოთ, რათა პატივი მივაგოთ რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილი გენოციდის მცხვერპლებს.
დავუფასოთ უკრაინას მსოფლიო თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლა და გაღებული მსხვერპლი

საქართველოს მთავრობა  ბუჩაში დადასტურებული გენოციდის ფინზე,  ქვეყანაში გლოვის დღეს არ აცხადებს. ცნობილია, რომ მოლოდოვაც არ უერთდდება რუსეთისთვის დაკისრებულ სანქიცრბს, თუმცა იქ გლოვის დღე გამოცხადდა. 

რუსეთის სიმხეცე - ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 350-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი დაკრძალეს. ქალაქის სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან 20-მდე მისამართი ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.