თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ვინ არიან დაკავებულები

04.04.22 12:28
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ვინ არიან დაკავებულები

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელები დუმილის უფლებას იყენებენ - "პირველების" ინფორმაციით, დავით ბაქრაძეს და გიორგი ჟორჟოლიანს ბრალი უკვე წარუდგინეს. დაკავებულებს დღეს სასამართლოში მიიყვანენ, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 

ირკვევა, რომ "საქართველოს ბანკიდან" გატანილია 9017 ლარი, 420 აშშ დოლარი და 2800 ევრო. ბანკმა მუშაობა უკვე აღადგინა.  გამკაცრებულია უსაფრხოების ზომები. დაცვის თანამშრომნლებს დღეს ახალი რაციები დაურიგეს.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ბაქრაძე და ჟორჟოლიანი საკუთარ სახლში აიყვანეს, ორივე მათგანი ფეხის არეში იყო დაჭრილი. 

სამგორში  მდებარე"საქართველოს ბანკი" სამი დღის წინ დააყაჩაღეს. დავით ბაქრაძეს და გიორგი ჟორჟოლიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვპუნქტებით, (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით), 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად), 150-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, ხოლო გ.ჟ-ს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.