ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და 47 ჟურნალისტის მიმართ ძალადობა - სასამართლო დღეს განაჩენს გამოაცხადებს

04.04.22 12:40
ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და 47 ჟურნალისტის მიმართ ძალადობა - სასამართლო დღეს განაჩენს გამოაცხადებს

"ტვ პირველის" ჟურნალისტის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და 47 ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე სასამართლო დღეს განაჩენს გამოაცხადებს.

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი,  გაუშვებენ თუ არა მოძალადეებს ციხეში.

დაკავებულებიდან ბრალს ამ დრომდე არცერთი არ  აღიარებს.სისხლის სამართლის საქმეებს რომელსაც 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტი მხოლოდ 27-ი პირია პასუხისგებაში მიცემული, თუმცა დაკავებულებს შორის არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

სასამართლოს ეზოში ძალადობისთვის დაკავებულთა ახლობლები ჯვრებითა და ხატებით მივიდნენ. 

დღეს, 11:00, 13:00 და 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები 3 ეპიზოდზე განაჩენს გამოაცხადებენ.