ეს არის სულში ჩაფურთხება!- მირანდა ბაღათურია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

04.04.22 15:37
ეს არის სულში ჩაფურთხება!- მირანდა ბაღათურია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

5 ივლისის მოძალადეების მიმართ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. მედიისა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს მოსამართლემ მინიმალური სასჯელი შეუფარდა.

ჩემთვის ეს იყო სულში ჩაფურთხება- თქვა ტვ პირველი ჟურნალისტმა, მირანდა ბარათურიამ, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზიანდა.

წელიწადი და 3 თვე- ანუ 10 თვე ისინი არიან უკვე ციხეში, დარჩათ რამდენიმე თვე და მე პირადად რიგით ჟურნალისტს მიჩნდება განცდა, რომ ხვალ ისევ უნდა ვიფიქრო არა მარტო პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, არამედ იმაზე, რომ ფიზიკურად გადავრჩე. 

ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ეს ფანატიკოსები გვცემენ იმიტომ, რომ უღირთ წელიწადი და 3 თვე ციხეში ყოფნა, გვცემენ და ისევ შევლენ ციხეში. 

ჩემთვის პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქესთვის და ჟურნალისტისთვის, ეს არის სულში ჩაფურთხება. - განაცხადა მირანდა ბაღათურიამ.


"ტვ პირველის"  რეპორტიორების მიმართ ძალადობის ბრალდებით 6 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს "სირცხვილიას" ოფისში ფიზიკურად იძალადეს მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამ კონკრეტულ ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.