ყველა უწყებამ მწვანე აუნთო ჩვენზე ძალადობას - მარიამ გაფრინდაშვილი
ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ,,პირველების" რეპორტიორებზე განხორციელებულ ძალადობასა და თავდასხმაში ბრალდებულებს კანონის შესაბამისად, ადეკვატური მუხლით დასჯის.
არხის ტელესახე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები მედიაზე ძალადობას ახალისებენ.
ახლა ველოდებით ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას, საქმეზე საბოლოო განაჩენს. სიმართლე რომ გითხრათ, მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს დაჯგუფების წევრები დაისჯებიან უმკაცრესად.
უკიდურესად სამწუხაროა ჩემთვის, როცა ამ ქვეყანაში ყველა უწყებამ ეტაპობრივად მწვანე აუნთო ჩვენზე ძალადობას - აცხადებს მარიამ გაფრინდაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ,,ტვ პირველის" რეპორტიორებზე, მირანდა ბარათურიასა და ლექსო ლაშქარავაზე, თავდასხმაში ბრალდებულების განაჩენი რამდენიმე წუთში უნდა გამოცხადდეს.