მიხეილ სააკაშვილის ადვოკატზე განხორციელებული ძალადობა დადასტურდა
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაადასტურა.
სპეციალურ საგამოძებო სამსახურში ფიქრობენ, რომ რუსთავის ნომერ მე-12-ე ციხის თანაშრომლემა უფლებამოსულებას გადაამეტა, როცა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაპატიმრებული პრეზიდენტის უფლებების დამცველს, შოთა თუთბერიძეს და შემდეგ ფიზიკურად შეხებას აპირებდა.
უწყების ცნობით, მან კამერებისგან თავის არიდების მიზნით ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა, დაუწყო საქმის გარჩევა, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც ის შეაკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეო კამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის ციხის თანამშრომელზე სისხლის სამართლის საქმე 333-ე მუხლით აღძრა.