თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - ტვ პირველმა მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია
,,ტვ პირველმა" თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია - არსებობს ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ რამდენიმე პირმა გაქცევა მოახერხა. ძალოვანები კი, თბილისში სისხლიანი გარჩევის ერთ ერთ მონაწილეს მარლენ მეტონიძეს დარაჯობენ. პირველები ინფორმაციით, სწორედ მეტონიძის დაცვის წევრი, ყოფილი სპეცრაზმელი კობა მეტრეველია განზრახ მკველობაში ბრალდებული, გამოძიების იფნორმაციით, მან ჩაცხრილა ორიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი.
ირკევევა, რომ კოსტავას პირველ ჩიხში, საქმის გასარჩევად საგაზაო კომპანია ,,თბილისის" დირექტორმა, გიორგი ქველიშვილმა, ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე დაიბარა. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ მეტონიძემ წინასწარ იცოდა ე.წ. ქურდული ,,რაზბორკის" შესახებ და შეხვედრაზე ჯავშანჟილეტით მივიდა.
"პირველების" ინფორმაციით, საქმის გარჩევა შენობის ბოლო სართულზე რამდენიმე საათს გაგრძელდა, ბიზნესწილებს ე.წ. კანონიერი ქურდი მარღანია მოსკოვიდან და ყალიჩავა თურქეთიდან ყოფდნენ. მათ მიერ "ქურდული" ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, კოსტავას პირველ შესახვევში სროლა ატყდა.
დაკავებულებს შორის არის გიორგი გელოვანიც. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადის მკურნალობის კურსს ზუგდიდელი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ხვიჩა ცხაკაიაც. ის რაზბორკის ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება.
ცხაკაიას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია, ახლა მთავარია, რას იტყვის ის, ვის დაადებს ხელს და ითანაშრომლებს თუ არა გამოძებასთან. ზუგდიდელი "ავტორიტეტის" პალატასთან ამ დრომდე საბადრაგო სამსახური დგას, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ბრალდებულთა სია კიდევ უფრო გაიზარდოს.
"პირველების" ინფორმაციით, ლაგუნას ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ოფისში კრიმინალურ გარჩევას კანონიერი ქურდების დისტანიური მონაწილობით 20- ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ხაზზე იყვენენ თურქეთსა და მოსკოვში მყოფი ე.წ მაყურებლები. ,,პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც ქურდული ,,რაზბორკა" დაუკვეთა, ,,ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დავით შენგელიაა.
მოკლულებს შორის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას, ძმაცაა.