საგანგაშოდ გაზრდილი ფასები საქართველოში - ეკონომისტები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ
პური,შაქარი ,ზეთი ბოსტნეული - პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. ოფიციალური მონაცენებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.5%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.8% შეადგინა. პურ პროდუქტების ფასი 23.5%-ით, ხოლო ზეთის 17%-ით გაიზარდა. ეკონომისტები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
აგრესიამ უკრაინაში გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა ნავთობი, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქცია, მათ შორის, სურსათი ხორბალი, შაქარი და ა.შ. რაც თავისთავად იწვევს ფასების ზრდას საქართველოში. "ქართული ოცნების" პოლიტიკა ხშირად დამოკიდებული იყო, რუსეთთან ექსპორტი გაიზარდა და არ განხორციელდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფდა", - თქვა გიორგი კეპულაძემ.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული + 27%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24.6%
პური და პურპროდუქტები + 23.5%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 20%
თევზეული + 19%
ზეთი და ცხიმი + 17.1%
ხილი და ყურძენი + 16.8%
რძე, ყველი და კვერცხი + 15.3%
ყავა, ჩაი და კაკაო + 14.1%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.5%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.69%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით: ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4%-იანი მატება, რაც 0.85%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9%) ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3%), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 2.8%. .