რუსეთის შეჭრას უკრაინაში 167 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინის გენპროკურატურა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 167 ბავშვი დაიღუპა, 279-ზე მეტმა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო.
ყველაზე ბევრი არასრულწლოვანი ბავშვი, დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერნიგოვსა და ხერსონში დაიღუპა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა.