კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა, 4 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

06.04.22 10:50
კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა, 4 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, „პისიარ“-ტესტით – 2 094.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,98%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 384 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 266 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 862 701 აცრა, დღიურად აცრილია 209.