„ტვ პირველის“ ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ მინიმალური სასჯელი, 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
გადაწყვეტილება ცნობილია - 5 ივლისს საქმეზე დაკავებული 7 პირის მიმართ განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის მიმართ განხორციელებული ძალადობაში ბრალდებულებს, მუხრან დადვანსა და თორნიკე გაბლიანს 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
"პირველების" რეპორტიორს დედაენის ბაღში იმ დროს დაესხნენ, როდესაც ბრეგვაძე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
დამნაშავედ ცნეს და ციხეში გაუშვეს „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულებიც.
უფრო კონკრეტულად - ბრალდებულებს: ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს, დავით ქოჩიაშვილს 1-წლიანი პატიმრობა, ვანო ბურდულს კი, 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ყველა პირს ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა მოუხსნა, მოძალადეებს ბრალი ძალადობის მუხლით გადაუკვალიფიცირეს. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ჟურნალისტებზე მოძალადეები ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებენ. მეტი სიცხადისთვის, გიორგი ნიკოლიშვილის და ლევან ბრეგვაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 3 თვეში დატოვებენ.
როგორც სასამარტლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა მედიას უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან