რუსთის მიერ ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი სამხედროები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან

06.04.22 11:15
რუსთის მიერ ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი სამხედროები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან

რუსთის  მიერ ქიმიური იარაღით  მოწამლული ქართველი სამხედროები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. 6 მეომრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ექიმები ამბობენ, რომ ქართველი ჯარისკაცების მკურნალობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ, თუმცა მისი პასუხები ამ ეტაპზე უცნობია. მეომრების ნაწილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ დღეს უფრო მძიმედ გრძნობენ თავს ვიდრე გუშინ - აქვთ გამოხატული სიმპტომები: სხეულის შეშუპება, გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი. 

"კვლევის პასუხები ჯერ-ჯერობით არ მიგვიღია. მკურნალობა ჩვეულებრივ, პრევენციული სახით მიდის, ალბათ დაახლოებით იციან, რა ქიმიური ნივთიერება იყო. გავრცელდა ახალი ამბავი, რომ რაღაც ისეთი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც პირველ რიგში თირკმელს აზიანებს. ეს გუშინ გვითხრეს"- ამბობს "პირველებთან"   ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე. 

ქართველ მებრძოლებს მოწამვლის სიმპტომები ერთდროულად დაეწყოთ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი ქალაქ გოსტომელში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპანტებმა სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება დატოვეს.

მსგავსი სიახლეები