სისხლიანი გარჩევა თბილისში - ე.წ. ქურდული გარჩევის მონაწილეები განაჩენის მოლოდინში არიან

06.04.22 12:03
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ე.წ. ქურდული გარჩევის მონაწილეები განაჩენის მოლოდინში არიან

ე.წ. ქურდული გარჩევის მონაწილეები განაჩენის მოლოდინში არიან - ოთხი ბრალდებულის, კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოვის  საქმეზე მსჯელობას სასამართლო რამდენიმე წუთში დაიწყებს. დღეს პროცესზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს მიიყვანენ.

კობა მეტრეველს, რომლიც გარჩევის მთავარი ფიგურანტის მელიტონ მეტონიძის დაცვის წევრია, მკვლელობას ედავებიან. დაკავებულთა შორის არიან ე.წ. ბიზნესმენები და პირადი დაცვის წევრებიც - ყველა მათგანს გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

ცნობისთვის, საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთს, გიორგი ქველიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

ქველიაშვილს ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძეს, მან საავადმყოფო დატოვა, თუმცა გამოძიებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია.

ცნობილია, რომ სისხლიანი გარჩევის დროს ვერაზე კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს, თუმცა დამნაშავის კვალზე პოლიცია ვერ გადის.

"ლაგუნა ვერესთან" 2 პირი კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე  3 აპრილს მოკლეს.