პუტინმა ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში დამატებითი ძალები გაუშვა

06.04.22 12:14
პუტინმა ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინაში დამატებითი ძალები გაუშვა

პუტინმა ოკუპირებული საქართველოდან  საომარი მოქმედებების ეპიცენტრში დამატებითი ძალები გაუშვა. რამდენიმე საათის წინ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში კიდევ 58 სამხედრო მოსამსახურე  გაგზავნეს. 

ინფორმაციას ადგილობრივი  ოპოზიცია ავრცელებს. ოკუპირებული საქართველოდან ომში გაგზავნილი ჯარისკაცების ნაწილი კი უკან დაბრუნდა.

ნათესავებისთვის მიწერილ მესიჯებსა და ხმოვან შეტყობინებებში ცხინვალელი ჯარისკაცები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს "სიკვდილისკენ ეტაპირებას" უწოდებდნენ.