გადაყრილი ვაქცინები პანდემიის დროს - საქართველომ "ფაიზერის" დამატებითი დოზები მიიღო
საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო. 250 ათასი დოზა საქართველოში ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მისი განაწილება, რის შემდეგაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება.
ვაქცინაციაზე დაბალი მოთხოვნის გამო, ათასობით დოზას ვადა უკვე გაუვიდა და უვარგისია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მარაგებს მაინც ავსებს.ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა, როცა "ფაიზერის" ვაქცინა გაფუჭდა.
მინდა გითხრათ, რომ არ გამქრალა ეს ვირუსი, ცირკულირებს. ჩვენ არ ვციით კიდევ რა მუტაციები იქნება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად. ერთადერთი საშუალება რომ ავიცილოთ შემდგომი გართულებები არის აცრა. ამ ვაქცინებსაც იგივე ბედი ეწევა, რაც იმ ვაქცინებს. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც "ფაიზერი" გაფუჭდა", - ამბობს ექიმი, ლევან ფერაძე.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. მოსახლეობას აცრა მხოლოდ ჩინური ვაქცინებით შეუძლია.