საქართველოში სამთავრობო ვებ-გვერდები გაითიშა
საქართველოში სამთავრობო ვებ-გვერდები გაითიშულია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე შესვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გათიშულია შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდიც.
სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები კიბერშეტევას გამორიცხავენ და ამობენ, რომ ვებ-გვერდები ტექნიკური ხარვეზის გამო გაითიშა, რომლის აღმოფხვრის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ვებ-გვერდები მილიონობით ფაილს ინახავს.