ოფიციალურად - ჟირინოვსკი მოკვდა
რუსი პოლიტიკოსი ვლადიმერ ჟირონოვსკი გარდაიცვალა - ინფორმაციას bbc ავრცელებს.
,,ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი 75 წლის იყო. ჟირინოვსკი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
bbc-ის ცნობით, პოლიტიკოსის გარდაცვალება რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოფიციალურად დაადასტურა.
ჟირინოსვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება „კოვიდ-19“-ით ინფიცირებამ გამოიწვია.