იხვს, რომელსაც ივანიშვილი აწერია, პოლიცია დასდევს
ბათუმში მუნიციპალური სამსახური რამდენიმე საათია, იხვების განეიტრალებას ცდილობს. დევნის ოპერაცია დასუფთავების სამსახურმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერას მოედანზე აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
მოქალაქეებმა ბათუმის ქუჩებში 4 იხვი გაუშვეს წარწერით: "ივანიშვილი", "ღარიბაშვილი", კობახიძე", "რიჟვაძე".
აქციაში მონაწილე იხვების ქალაქში გადაადგილება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.