თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ნოზაძის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ჭილაიას, ზესტაფონის და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აბუსერიძე-ტბელის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II, III ქუჩების, ფაბრიკის, გორგასლის, ნიშნიანიძის, გულუას, ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელის, ცურტაველის, ორთაჭალის, წინანაურის, ნადიკვარის, გრიშაშვილის, ისპაჰანელის და თელეთის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის და პატარიძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან