"რუსები უნდა შევუშვა და ბინა დაცალეო" - ქართველი სტუდენტების ნაწილი საქართველოში ღია ცის ქვეშ დარჩა

07.04.22 11:06
"რუსები უნდა შევუშვა და ბინა დაცალეო" - ქართველი სტუდენტების ნაწილი საქართველოში ღია ცის ქვეშ დარჩა

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობის გამო, ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები თბილისში ბინებს ვეღარ ქირობენ. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სტუნტებზე ფართებს ან აღარ აქირავებს, ან ისეთ თანხას სთხოვს, რომლის გადახდაც ახალგაზრდებისთვის შეუძლებელია. მდომარეობას ართულებს ისიც, რომ  ათასობით სტუდენტმა ამ დრომდე იცოდა, რომ სასწავლო წელი ონლაინ სწავლებით უნდა დაესრულებინათ, თუმცა მოულოდნელად უნივერსიტეტებში დაიბარეს.

დაგვირეკა ბინის მფლობელმა და გვითხრა, რომ თქვენი 600  ლარი ჩვენ აღარ გვსურს, რადგან ბინების ფასი გადავიდა დოლარებში, ბოდიშს გიხდით, მაგრამ უნდა დაცალოთ ბინა, რადგან უნდაშ ევუშვა რუსი მოქალაქეები, რომლებიც ბევრად მეტს მხიდიან. ქართველებისთვსი და სტუდენტებისთვის ვეღარ ვახერხებთ ჩამოსვლას და ბინის ქირაობას", - ამბობს სტუდენტი.