3 თვის წინ, ბათუმში გამაუპატიურეს - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი ქალი დახმარებას ითხოვს
სექსულური ძალადობის მსხვერპლი ქალი დახმარებას ითხოვს - უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ 3 თვის წინ, ბათუმში მასზე სექსულურად იძალადეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის ინფორმაციით, სამართალდამცვლებმა საზარელი ამბის შესახებ იციან, თუმცა ამ დრომდე ქალს არც დაზარალებულის სტატუსი აქვს და არც სავარაუდო მოძალადისთვის გამოუწერითათ შემკავებელი ორდერი.
ახალგაზრდა ქალი მძიმე ამბავს "ტვ პირველთან" იხსნებს და ჰყვება, როგორ იძალადეს მასზე. მისი მონათხრობის თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 იანვარს გახდა, როცა მეზობელმა კაცმა საახალწლო სუფრაზე დაპატიჟა, იქ მისულს კი სახლში სხვა სტუმრებიც დახვდნენ.
უკრაინელი ქალი ქლის ამბობს, რომ "განსაკუთრებული სასმელი შესთავაზეს", რისი მიღების შემდეგაც არაფერი ახსოვს. როცა გონს მოვიდა, სულ სხვა სახლში იმყოფებოდა და მასზე სექსუალურად ძალადობდნენ.
ქალი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენმა პირმა გააუოატიურა. უკრაინის მოქალაქემ მეორე დღესვე მიმართა პოლიციას და თუმცა, რა ეტაპზეა გამოძიების საქმე, მისთვის უცნობია.
უკრაინიდან აგვისტოში ჩამოვედი. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ, გავიცანი მეზობლები, რომლებმაც ახალ წელს დამპატიჟეს. როცა სახლში მივედი, იქ დამხვდნენ მეზობლის მეგობრებიც. ვიქეიფეთ, დავლიეთ, მუსიკას ვუსმენდით. შემდეგ თეთრი ღვინო მოიტანა ჩემმა მეზობელმა და მისი დალევა დავიწყეთ. რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ არაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე, ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობდი. ჩემს გვერდით მეზობელი სიშველი იწვა და ხელს არ მიშვებდა. თმას მქაჩავდა და მაუპატიურებდა. მერე მეორე მოვიდა. ტკივილისგან ისევ გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, სახეზე და სხეულზე ნაიარევები მქონდა.
მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში მივედი და ყველაფერი მოვყევი. პოლიცია უმოქმედოა.- აცხადებს უკრაინის მოქალაქე.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ინტერესებს ორგანიზაცია ,,საფარი" იცავს. ქალისთვის ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და პოლიციას არც დამნაშავე დაუკავებია.