თბილისის მერია მზადაა, დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას
თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს, შეხვდა.
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის, საქართველოში სკოლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნისა და კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.
კახა კალაძემ გვითხრა, რომ თბილისის მერია მზადაა, დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას. უკრაინულმა მხარემ თბილისის მერიას ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ შორის არის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ტანსაცმელები, რაც ჯამში 50 ტონას შეადგენს" - წერს უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან