30 დაღუპული და 100-მდე დაშავებული - ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს

08.04.22 12:42
30 დაღუპული და 100-მდე დაშავებული - ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური ბალესტიკური რაკეტებით დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსმა ფაშისტებმა კასეტური ისკანდერებით კრამატროსკის რკინიგზის სადგურს დაარტყეს. პოლიცია და მაშველები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, იუწყებიან, რომ ათობით დაღუპული და ასობით დაშავებულია, - აცხადებს დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

პაველ კირილენკოს ცნობით,  იერიშის დროს რკინიგზის სადგურზე ათასამდე ადამიანი იყო, რომლებიც დონბასიდან უსაფრთხო ადგილას ევაკუირებას ცდილობდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მტერმა კარგად იცოდა, სად უმიზნებდა, რადგან მათ მიზანს ხალხში პანიკის და შიშის დათესვა და ასევე მათი ტყვედ აყვანა წარმოადგენდა. 

მსგავსი სიახლეები