პატიმრების წამებისთვის ძებნილი პირი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

08.04.22 14:59
პატიმრების წამებისთვის ძებნილი პირი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი, ვლადიმერ კაპანაძე, საქართველოში ექსტრადირებულია. დაკავებულის ეტაპირება გერმანიიიდან მოხდა. 

გერ­მა­ნი­ის სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ვ.კ.-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, 2022 წლის სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ძებ­ნი­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვ.კ., სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში იქნა ეტა­პი­რე­ბუ­ლი - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 ვლადიმერ კაპანაძე 2007 წლის 26 ივ­ნი­სი­დან 2012 წლის 20 ნო­ემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N 6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას. პროკურატურის ინფორმაციით, მან პირ­თა ჯგუფ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა მსჯავ­რდე­ბულ­თა მი­მართ მო­პყრო­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მათ მი­მართ წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ეწე­ო­და პა­ტიმ­რე­ბის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და წა­მე­ბას.

კაპანაძეს პა­ტი­მარ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის­თვის გამოტანილი აქვს სასჯელი- 8 წლი­თა და 3 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები