კრემლი ქართული ლეგიონის მეთაურს ემუქრება - რუსეთი მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

08.04.22 16:27
კრემლი ქართული ლეგიონის მეთაურს ემუქრება - რუსეთი მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

კრემლი უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურს ემუქრება. ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურები აბსურდული ბრალდებით მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ომგამოვლილი ქართველი მეომარი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, რუსეთისთვის დიდ თავისტკივილად იქცა. ქართული ლეგიონის მებრძოლებმა მტრის რამდენიმე ბანაკი გაანადგურეს, სანაცვლოდ მარცხისთვის განწირული და წყობიდან გამოსული პუტინის არმია ქართველ მებრძოლებს მუქარას უთვლის.

რუსეთის მტკიცებით, ქართული ლეგიონის წევრები  რუსი სამხედროების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდნენ. გარდა ამისა, კრემლი ირწმუნება, რომ მამულაშვილმა რუსი ჯარისკაცების წამება და მოკვლა საჯაროდ დააანონსა. 

 

 

მსგავსი სიახლეები