რუსებს ყველაზე დიდ ზიანს ქართველები აყენებენ - მამუკა მამულაშვილის პასუხი კრემლის ბრალდებებზე

08.04.22 17:06
რუსებს ყველაზე დიდ ზიანს ქართველები აყენებენ - მამუკა მამულაშვილის პასუხი კრემლის ბრალდებებზე

რუსეთის მიერ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის წინააღმდეგ საქმის აღძრას თავად მამუკა მამულაშვილი ეხმიანება. ქართველი მებრძოლი ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებებს აბსურდულს  უწოდებს და რუსეთის გაბრაზების რეალურ მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპანტებს ყველაზე დიდი ზიანს ქართველები აყენებენ. 

სამხედრო დანაშაულებებზე ლაპარაკი ქვეყნიდან, რომელიც არის ფაქტობრივად, ტერორისტი ქვეყანა, თავის მთელი საზოგადოებიდან დაწყებული დამთავრებული პოლიტიკური ელიტით, მგონია, უკვე ზედმეტია. რაც შეეხება აღძრულ საქმეს, რაღაც ფაქტი მაინც უნდა ჰქონდეთ ამისი, სულ ცოტა, რომ იყოს ამაზე ლაპარაკი.

მთლიანობაში მე უბრალოდ საფუძველსაც ვერ ვხედავ, რაზე უნდა აღეძრათ, მაგრამ მე მგონი, ეს არ არის პირველი საქმე აღძრული ჩემს წინააღმდეგ რუსეთის მიერ. სამიზნე ვხდებით იმიტომ, რომ ჩვენ სპეციალურ ოპერაციებს ვატარებთ უკრაინაში, ჩვენი დანაყოფები.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ შეწუხებულები არიან რუსები, ფაქტობრივად, ჩვენი აქ ყოფნის პირველი კვირიდანვე და ამ სერიის გაგრძელება, როდესაც ქართველები აყენებენ ყველაზე დიდ ზიანს რუსებს და ცდილობენ, სწორედ იდეოლოგიისგან დაიცვან უკრაინელები იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვიარეთ, რუსეთის აგრესია და 2014 წლიდან ვეუბნებოდით, ვასწავლიდით უკრაინელებს, რა საფრთხის შემცველია რუსეთთან დაპირისპირება, - ამბობს მამულაშვილი.