35 წლამდე ქალის გატაცება და ჯგუფურად გაუპატიურება - დაკავებულია 4 კაცი
35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის 4 კაცი დააკავეს. რუსთავში ქალი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს, შემდეგ კი იძალადეს.
ყველა დაკავებულს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით წარდგენილი აქვს.
დაკავებულთაგან 3-ს გამოძიება გენდერული და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურად გაუპატიურებას ედავება.