სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში - დაჭრილია 1 პირი

09.04.22 15:30
სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში - დაჭრილია 1 პირი

გვიან ღამით,  ბათუმში, 26 მაისის და გორგილაძის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები