პუტინის სიასატიკე - ოკუპანტები მედიის წარმომადგენლებს აწამებენ და კლავენ

09.04.22 17:29
პუტინის სიასატიკე - ოკუპანტები მედიის წარმომადგენლებს  აწამებენ  და კლავენ

რუსი ოკუპანტები მედიის წარმომადგენლებს კლავენ და აწამებენ - ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. 

მისი თქმით, ლიტველი რეჟისორი, მანტას კვედარავიჩიუსი ოკუპანტებმა ჯერ დაატყვევეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ირკვევა, რომ ოკუპანტებმა რეჟისორის ცხედარი ქუჩაში გადააგდეს. მისმა მეუღლემ, სიცოცხლის რისკის ფასად, ცხედარი ბლოკირებული ქალაქიდან გამოიყვანა და ლიტვაში გადაასვენა.  

რუსებმა კოკლეს მწერალი, მოხალისე, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი ევგენ ბალი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 18 მარტს 78 წლის კაცი რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის მახლობლად, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედროებთან "მაკომპრომეტირებელი" ფოტოები გახდა.

სასტიკი ცემის შემდეგ ის სამ დღეში გაათავისუფლეს. 2 აპრილს ევგენი ბურთი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი რუსი ოკუპანტების მიერ წამების შედეგი იყო". - წერს დენისოვა.  

მსგავსი სიახლეები