რუსული არმიის ღორობა - მოკლული უკრაინელების სახლებიდან ოკუპანტებმა ტაფები, ქვაბები, ოქრო, ფული და კომპიუტერები მოიპოვეს
რუსული ჯარის სიღორე - მძევლად აყვანილი და მოკლული უკრაინელების სახლებიდან ოკუპანტებმა ტაფები, ქვაბები, ოქრო, ფული და კომპიუტერები მოიპოვეს.
რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ცოლებისთვის ბრებდულ ფეხსაცმელებს იპარავენ. ირკვევა, რომ პუტინის ჯარის წარმომადგენლები შვილებს დახვრეტილი უკრაინელების კუთვნილ ნოუთბუქებს უგზავნიან.
ეკო მაღრაძის რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ნაძარცვ ნივთებს რუს ოკუპანტები ცოლებს და დედებს ფოსტით უგზავნიან. მეტიც ფრონტის ხაზიდან ჯარისკაცები ცოლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათთვის დიდი ტელევიზორები მიაქვთ.
საქურდლად ჩასულ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელების ბინებიდან მოიპარეს ხალიჩები. რუსი მოროდიორები იპარავენ ყველაფერს, ქალის საცვლებით დაწყებული ფეხსაცმელებით დამთავრებული.
ოკუპანტები აყაჩაღებენ სუპერმარკეტებს და დახლებიდან მოპარული ნივთები პირდაპირ ტანკებისკენ მიაქვთ. მეტიც, რუსმა ჯარისკაცებმა ბინებში ელექტრო ჩამრთველებიც დახსნეს. მოიპარეს დენის ავტომატები, იპარავენ საოფისე ტექნიკას.
რუსი მოროდიორების სამიზნე უკრაიმელების კუთვნილი ძვირათღირებული ავტომობილებია. ისინი მოპარულ ძვირაღღირებულ ტექნიკას და ავტომობილებს ინტერნეტის საშუალებით უკვე ყიდიან.
ნახეთ ეკო მაღრაძის რეპორტაჟი