ფსიქოტროპული წამლების გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება

11.04.22 11:29
ფსიქოტროპული წამლების გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება

დღეიდან ფსიქოტროპული პრეპარატების და მასთან დაკავშირებული მედიკამენტების რეცეპტი ქაღალდზე აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერმინისტრმა გამოსცა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე გამკაცრებული წესები მოქმედებს, წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა, მატერიალური სახით რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

პრემიერის განცხადებით, "ელექტრონული რეცეპტების საშუალებით მუდმივ რეჟიმში შესაძლებელი გახდება როგორც მედიკამენტების გამცემი, ისე რეცეპტის გამომწერი ექიმების ვინაობაც.

"ეს ძალიან დაგვეხმარება ამ პროცესის გამჭვირვალობასა და მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება",- განაცხადა  ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია, ფსიქოტროპული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს.

"უკონტროლო მოხმარება და თვითმკურნალობა, ეს დაღუპვაა, როცა ადამიანები ისე მოიხმარენ, ეს იწვევს სავალალო შედეგებს"- თქვა ღარიბაშვილმა.