სისხლიანი გარჩევა ვერაზე - პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა
ვერაზე მომხდარი მაფიოზური გარჩევის საქმეზე დაკავების სერია გრძელდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ კიდევ სამი პირი დააკავა.
დაკავებულებს შორის არის მარლენ (მანჩო) მეტონიძის ძმაც. ის ერთ-ერთია იმ პირებისგან ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეიარაღებულ თავდასხმაში მოანწილეობდა.
ხელბორკილები დაადეს ანდრო ბერიძეს და ზურა მაჩაბლშვილსაც.
სისხლიანი გარჩევის ორივე ფიგურანტეს პოლიცია დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მძიმე დანაშაული დამალა მარლენ მანჩო მეტონიძემაც, თუმცა ის დაკავებული არ არის.