აეროპორტიდან გატაცებული უცხოელი პროფესორები - დაზარალებულების გამოკითხვა დასრულდა
აეროპორტიდან გატაცებული უცხოელი პროფესორების საქმე - პოლიციაში დაზარალებულების გამოკითხვა დასრულდა. ევროკავშირის მოქალაქეებმა პოლიციის შენობა მცირე კომენტარის გაკეთების შემდეგ დატოვეს.
,,მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვას ვერაფერს გეტყვით"- განაცხადა დაზარალებულმა პირმა.
პოლიცია ევროკავშირის მოქალაქეების გატაცებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს ეძებს. 40 წლის მამაკაცმა რიგიდან ჩამოსული პროფესორები თბილისისი საერთაშორისო აეროპორტიდან გაიტაცა - ლატვიის მოქალაქეებს ტაქსის მძღოლმა ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდგ კი თანხას სძალავდა.
საბოლოოდ სავარუდო დამნაშავემ ლატვიის მოქალაქეები გომბორის უღელტეხილზე დატოვა.