აეროპორტიდან გატაცებული უცხოელი პროფესორების საქმე - დაკავებულია ტაქსის მძღოლი
აეროპორტიდან გატაცებული უცხოელი პროფესორების საქმე - გომელაურის უეყებამ 29 წლის ტაქსის მძღოლი დააკავა. ახალგაზრდა კაცს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გაასამართლებენ.
გამოძიების ინფორმაციი, ბრალდებულს, ევროკავშირის მოქალაქეებთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა.
შსს-ს ცნიობით, ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.
ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.