გორის კულტურის ცენტრის ბუღალტერი ბიუჯეტის ფულით კაზინოში თამაშობდა - ქალი დანაშაულს აღიარებს

12.04.22 11:44
გორის კულტურის ცენტრის ბუღალტერი ბიუჯეტის ფულით კაზინოში თამაშობდა - ქალი დანაშაულს აღიარებს

ქალი, რომელიც ბიუჯეტის ფულით სისტემატიურად  ტოტალიზატორში თამაშობდა, დანაშაულს აღიარებს.

გორის კულტურის ცენტრის ბუღალტერი ამბობს, რომ ნახევარი მილიონი აზარტული თამაშებისთვის საკუთარი ინიციატივით გადარიცხა. ლეილა წკრიალაშვილი ამტკიცებს, რომ მას თანამზრახველები არ ჰყოლია. ბიუჯეტის ფულით მოთამაშე ბუღალტერმა ჩვენება ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე მისცა. ის დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და დეტალურად მოყვა, როგორ რიცხავდა ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში კაზინოში სათამაშოდ.

ბუღალტერმა ასევე ერთ-ერთ სატელევიზიო ონლაინ გათამაშებაში 100 ათასი ლარის ღირებულების მანქანაც მოიგო. 

 საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება და არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს. ბუღალტერი სატელევიზიო კომენატრზე უარს ამბობს.